Thursday, September 5, 2013

სასწავლო პროექტი

       1. პროექტის სახელწოდება--ვარძია - უნიკალური ქმნილება.

    

   







    2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა )1-2 წინადადებით:მოსწავლეები მოიძიებენ,გამოიკვლევენ და შეაგროვებენ ვარძიის ძირითად ისტორიას,მის აღმოჩენას,ლეგენდას და თამარისტან დაკავშირებულ ლეგენდა რეალობას ვარძიის სახელთან დაკავშირებით.

  3.პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან ვარძიის ისტორიას,რომელ საუკუნეშია შექმნილი,ვის მიერ არის აღნოჩენილი და საქართველოს რომელი მეფის პერიოდს უკავშირდება.რატომ არის თამარ მეფისთვის განსაკუთრებული ვარძია (მითქმა-მოთქმა თამარ მეფის საფლავის შესახებ).

 4.პროექტის მიზნები : მოსწავლეები გამოიკვლევენ უკეთესად და ძირფესვიანად  ვარძიის ისტორიას ისტორიკოსების,არქეოლოგების,ეთნოგრაფების და ხელოვნებათმცოდნეობის მეშვეობთ.მოახდენენ შედარებას დღევანდელობასთან.ვარძიის ტერიტორიის არქეოლოგიური გამოკვლევები,ისტორიულ-რელიგიური ძეგლები ,ტურიზმის განვითარება.ეს ისტორიული ძეგლების სიმრავლე ყველაზე ბევრი გვხვდება სამცხე-ჯავახეთში და მათ შორის განსაკუტრებულია ჩვენი ვარძია. მისმა ულამაზესმა ფლორამ და ფაუნამ,საუკეთესო კლიმატურმა ჰავამ  და უნიკალურმა არქეოლოგიურმა ძეგლმა ვარძიამ მსოფლიო აღიარება ჰპოვა.მოსწავლეებს სურთ,რომ უხვი და ფართო ინფორმაცია მივაწოდოთ ტურისტებს და ექსკურსანტებს,გავაკეთოთ მეტი ბილბორდები სადაც ასახული იქნება ისტორიული ძეგლები უცხოენოვანი,რომელიც გზამკვლევი იქნება ყველა ტურისტისთვის.
     მოსწავლეები თავად მოიპოვებენ ბევრ ინფორმაციას ვარძიის მოსახლეობიდან კონკრეტულ ცნობებს ჩვენს წინაპრებზე,ამ პერიოდში გადამხდარ ომებს .გამოაქვეყნებენ ფოტომასალებს,პატარა გზამკვლევ ბროსურებს.

   5. მონაწილეტა ასაკი :14-17 :

   6.ვადები-ხანგრძლივობა: 3-4 კვირა.

   7.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები,რაც სეიძლება შეიქმნას: პროექტის მეშვეობით მოხდება უფრო მეტი დაინტერესება ,მეტი ტურისტის მოზიდვა,ბევრი ექსკურსია-ლაშქრობები.(ფოტო-ალბომები,ბროშურები,პლაკატები,ვიდეო-მასალა,ბილბორდები,ბლოგების შექმნა,ჩანახატები,მაკეტები და ა.შ.)მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების,ჯგუფური მუშაობის ,პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები.

   8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები :ციფრული ვიდეო კამერა,კომპიუტერი,შესაფერისი ლიტერატურა,პროექტორი,ტრანსპორტი,ექსკურსია მძროლი,ხელოვნებათმცოდნე.

  9.პროექტის მსვლელობა: ჯგუფური მუშაობა 

  10.საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან -ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.პროექტი კავშირშია ისტორიასთან-გამოკვლეული და მოძიებული მრავალი ისტორიული მასალები.არქიტექტურული ნაგებობა.ეთნოგრაფია.ქართულ ლიტერატურასთან -ქართველი პოეტები და მწერლები ,რომლებსაც უხვად აქვთ დაწერილი ლექსები და სხვადასხვა ნაწარმოებები.ხელოვნებასთან- სადაც განიხილება ვარძიის უნიკალური არქიტექტურქ და ხელოვნება.ისტ-თან მთლიანად ტექნიკური ინფორმაციის და სურათების მოპოვება,სლაიდ შოუები..პრეზენტაციები.

  11. პროექტის ხელმძღვანელი:ასპინძის საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ლელა ბუჩუკური.

 12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lelabuchukuri@gmail.com      .